"თუ რამე შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს დღეს, მი­ხა­რია რომ ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?
"თუ რამე შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს დღეს, მი­ხა­რია რომ ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა კვლავ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის რომ პან­დე­მი­ის მას­შტა­ბე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა:

"მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფო ვე­რა­ფერს ვერ გა­ა­კე­თებს თუ მო­სახ­ლე­ო­ბა არ ამო­უდ­გა გვერ­დში. თუ რამე შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს დღეს, მი­ხა­რია რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს სო­ლი­და­რო­ბა და გვერ­დზე დგო­მაა. ყო­ველ­დღე მო­დი­ან ჩვენ­თან ადა­მი­ა­ნე­ბი, გვე­კი­თხე­ბი­ან - რით და­გეხ­მა­როთ? ირე­კე­ბა ტე­ლე­ფო­ნებ­ზე... ეს კარ­გია, ჩვენ ერ­თად გა­ვი­თა­ვი­სეთ, რომ სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხთან გვაქვს საქ­მე.
ეს იქ­ნე­ბა "ის­პან­კას" შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი პან­დე­მია მსოფ­ლი­ო­ში, როცა ის­ტო­რი­უ­ლად შე­ფას­დე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი, რომ ჩვენ არ შე­ვი­დეთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ეპი­დე­მი­ა­ში, არის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. ნუ გა­და­იხ­დი­ან ქორ­წი­ლებს, ნუ წავ­ლენ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ია­რონ ორ-ორმა, სამ-სამ­მა ჰა­ერ­ზე, თავი აა­რი­დონ დიდ შეხ­ვედ­რებს და თათ­ბი­რებს. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრშიც, უკვე ყვე­ლა თათ­ბი­რი
ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინტერპრესნიუსი"


ქართველი
26 მარტი 2020 10:30
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ამირან თქვენ და თქვენი კოლეგები საყვარელ ოჯახებთან ერთად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?