"თუ რამე შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს დღეს, მი­ხა­რია რომ ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"თუ რამე შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს დღეს, მი­ხა­რია რომ ..." - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება კვლავ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის რომ პანდემიის მასშტაბები თავიდან ავიცილოთ. ამის შესახებ გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა:

"მარტო სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ მოსახლეობა არ ამოუდგა გვერდში. თუ რამე შეიძლება მიხაროდეს დღეს, მიხარია რომ საზოგადოებაში ეს სოლიდარობა და გვერდზე დგომაა. ყოველდღე მოდიან ჩვენთან ადამიანები, გვეკითხებიან - რით დაგეხმაროთ? ირეკება ტელეფონებზე... ეს კარგია, ჩვენ ერთად გავითავისეთ, რომ სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე. ეს იქნება "ისპანკას" შემდეგ ყველაზე დიდი პანდემია მსოფლიოში, როცა ისტორიულად შეფასდება.

საუკეთესო მეთოდი, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, არის სოციალური დისტანცირება. ნუ გადაიხდიან ქორწილებს, ნუ წავლენ თავშეყრის ადგილებში, იარონ ორ-ორმა, სამ-სამმა ჰაერზე, თავი აარიდონ დიდ შეხვედრებს და თათბირებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც, უკვე ყველა თათბირი ონლაინ მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"