"3 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მკურნალობის შემდეგ პასუხი უარყოფითია" - კვირის პალიტრა

"3 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მკურნალობის შემდეგ პასუხი უარყოფითია"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 3 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მკურნალობის შემდეგ პასუხი უარყოფითია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ტესტირება 24 საათის განმავლობაში იქნება და ამის შემდეგ ცნობილი გახდება გამოჯანმრთელდნენ თუ არა ისინი სრულად.

"დილის შემდეგ ჯერჯერობით მონაცმები არ შეცვლილა, 73 პაციენტი არის დადასტურებული შემთხვევა. აქედან 32 ჩვენი პაციენტია. არსებული სიტუაციით, 10-მა პაციენტმა ტესტირება ჩაიტარა ჩვენს ცენტრში, ახალ პაციენტებთან ყველა უარყოფითი იყო. ძველი პაციენტების შემთხვევაში კი 3 პაციენტთან პირველი ეტაპი უარყოფითია. ასევე, გვყავს სამი მძიმე პაციენტი. გუშინდელი დადასტურებული პაციენტი მოთავსებული იქნა ჩენს ცენტრში, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლევის პროცესშია. რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელსაც სეფსისი აქვს, სეფსისიც და პნევმონიაც ამ დაავადების გამოვლინებაა. თუ ეს პროცესი იქნება მართული და აღარ იქნება ამ სეფისისის ფონზე მდგომარეობის დამძიმება, რასაც სხვადასხვა ორგანოების უკმარისობა ჰქვია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა სტაბილური იქნება. რაც შეეხება 3 პაციენტს, რომელთანაც პასუხი იყო უარყოფითი, პირველადი კვლევით, 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ უარყოფითი პასუხი არის ვირუსის ელიმინაციის, ანუ ,ორგანიზმიდან ვირუსის დატოვების საფუძველი. მაგრამ ხანდახან მარტო ეს არაა ხოლმე საკმარისი. საჭიროა შეფასდეს სხვა კლინიკური მონაცემებიც", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

"ინტერპრესნიუსი"