რა პასუხი მოუვიდა მსახიობს, რომელიც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს ელოდება - რას წერს გოგოლა კალანდაძე? - კვირის პალიტრა

რა პასუხი მოუვიდა მსახიობს, რომელიც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს ელოდება - რას წერს გოგოლა კალანდაძე?

გოგოლა კალანდაძეს გუშინ კორონოვირუსზე ტესტი ჩაუტარეს. დღეს კი მსახიობმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ  ვირუსით ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

"მეგობრებო,  არ დამიდასტურდა #დარჩისახლში" - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

როგორც ambebi.ge- სთან საუბარში გოგოლამ აღნიშნა, ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ყელის ტკივილით დაეწყო.

"ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ყელის ტკივილით დამეწყო, შემდეგ დაემატა ხერხემლის ტკივილი. სიცხე რომ გავიზომე 37.8 მქონდა. ამას დაერთო ოფლიანობაც, სამ-ოთხ წუთში ერთხელ მთლიანად სველი ვიყავი. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ მითხრეს, რომ ფილტვები სუფთა იყო. თუმცა, საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემ ჯანმრთელობას და კერძო კლინიკაში წავედი გადასამოწმებლად", - განაცხადა მსახიობმა.

წყარო