საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა და ვიდეომიმართვაში პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა."ამ გაჭირვების ჟამს მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას!"- აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა."ინტერპრესნიუსი"