"მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - კვირის პალიტრა

"მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"

საქართველოს პრეზიდენტი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა და ვიდეომიმართვაში პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

"ამ გაჭირვების ჟამს მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას!"- აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელიც "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"