კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება. "ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა
გვაქვს. "აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს
ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?