"ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის..." - აშშის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის..." - აშშის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება,- აღნიშნავს ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

"გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი," -აღნიშნავს კელი დეგნანი.

იხილეთ ვიდეო