"62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია" - კვირის პალიტრა

"62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია. მისივე თქმით, ორ მუნიციპალიტეტში უკვე 80 ადამიანია გამოკვლეული.

იმნაძის განმარტებით, მარნეულში ვირუსის ფართო გავრცელება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რადგან ყველა ვინც დაინფიცირდა, უკავშირდება ამ ქალის ახლო, ოჯახურ კონტაქტებს.

"ჩვენ გამოკვლეული გვყავს უკვე ორ მუნიციპალიტეტში დაახლოებით 80 ადამიანი, რაც დასრულდა უკვე ანალიზები. ეს არის, როგორც ახლო კონტაქტები, ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს ვთქვათ, სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით და მინდა ავღნიშნო, რომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირებული წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისი, ვთქვათ, ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, მისი ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ყველა ვინც დადებითია, უკავშირდება აი ამ ოჯახურ ახლო კონტაქტებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.