"კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია"
"კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია"
ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს და შექმნილი ვითარების გამო, დღეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.

"კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს. ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მაგრ
ამ ეს ჩუმად და წესების დაცვით ვაკეთოთ. ამ დროს ჩვენ უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს. დღეს ყველა ერთი ვართ, ოპოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება
და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას სხვა დანიშნულებით ნუ გამოვიყენებთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ფონდ "მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები