"დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა" - კვირის პალიტრა

"დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა"

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ბებია- ბაბუასაც კორონავირუსი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

"დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო",-აცხადებს ინფექციონისტი.

ჟურნალისტებთან მან დაადასტურა, რომ საუბარია ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ შეკრება იყო. არსებული ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია.

"დადასტურდა რამდენიმე ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას გადიან. ჩემი ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია ბებია და ბაბუაც. როგორც ინფორმაცია მაქვს, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ოჯახი თვითიზოლაციაშია. ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის არის 11 პაციენტი, აქედან არის 5 დადასტურებული შემთხვევა. დღეს მეხუთე დაემატა. დანარჩენი ძველი პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. პროტოკოლის გათვალისწინებით, მკურნალობა გრძელდება",-აცხადებს ექიმი.

"ინტერპრესნიუსი"