"თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა დედას წამალი, თავისი ფეხით წავიდა, - არ დაგვიგვიანდესო"
26-03-2020
"თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა დედას წამალი, თავისი ფეხით წავიდა, - არ დაგვიგვიანდესო"
მსოფლიო კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას გაერთიანებული ძალებით ებრძვის, ათასობით ადამიანის მკურნალობას გადის, შინ დარჩენილები კი გამუდმებით ელიან ინფორმაციას გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ. kvirispalitra.ge-მ მოახერხა ექსკლუზიურად ჩაეწერა ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას ებრძვის. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ექიმებზე მინდა დაწეროთ, იმიტომ რომ ესეთი ექიმები არიან ძალიან ცოტანი, დედაჩემი ამჟამად წევს რეანიმაციაში და განყოფილების გამგე ანა ლაღიძედან დაწყებული, დედაჩემის პირადი ექიმით ბატონი სერგო კვარაცხელიათი გაგრძელებული, ყურებზე დგანან,
ასეთი ყურადღება არსად მინახავს, უფასოდ თუ ვინმე რამეს აკეთებდა, არც მეგონა, ექთნებიც ასეთები ჰყავთ. დედჩემი შემოვიდა რეანიმაციაში წინა ორშაბათს, უკვე მეორე კვირაა მკურნალობას გავდივართ. მე ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ენდელაძემ მომცეს უფლება, რომ ბოქსირებული პალატიდან რეანიმაციაში გადმოვსულიყავი, მათ გაითვალისწინეს დედაჩემის ნევროლოგიური სტატუსი, ასაკობრივი პრობლემები,
- შენთან ერთად იქნებ უფრო გამოჯანმრთელდესო, ამიტომ მომცეს უფლება, რომ დედასთან ერთად ვიყო. რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა დედას წამალი, ვიდრე წამალს შემოგვიგზავნიდნენ... წარმოგიდგენიათ, - არ დაგვიგვიანდესო და თავის ფეხით წავიდა საყიდლად, ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, ზედ ჰყვება... საოცრად თავდადებული ექიმები გვყავს და სამწუხარო იცით რა არის? ეს ყველა შენობა, რაც ე.წ. ინფექციურის ტერიტორაზე დგას, გაყიდულია, ამ ხალხს - ინფექციურის უნიკალურ ექიმებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ, ამის დაშვება არ შეიძლება! იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?