ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ მოქალაქეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მოქალაქეები საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს, სადაც კვლევისთვის სინჯები აუღეს.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000 -მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაშია.

ცნობისთვის, რეგიონში 6 ადამიანს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

"ინტერპრესნიუსი"