"აღარ მა­ში­ნებს კო­რო­ნა, რამე თუ შე­მემ­თხვა, ქარ­თუ­ლი მიწა და­მეყ­რე­ბა" - რას ამბობს ვენიდან სამშობლოში დაბრუნებული ქართველი?
კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­მა" დღეს თბი­ლი­სი-ვენა-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბორტზე 175 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­გან 21 (ავ­სტრი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.
აღ­ნიშ­ნულ რე­ის­ზე ძი­რი­თა­დად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ის მგზავ­რე­ბი, რომ­ლებ­საც 22 მარ­ტის თბი­ლი­სი-ვენა-თბი­ლი­სის გეგ­მი­ურ რე­ის­ზე ბი­ლე­თე­ბი ნა­ყი­დი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო გა­უქ­მდა.

"აღარ მა­ში­ნებს კო­რო­ნა, რამე თუ შე­მემ­თხვა, ქარ­თუ­ლი მიწა და­მეყ­რე­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი კომ­პა­ნი­ას, მის დი­რექ­ტორს, მთელ ეკი­პაჟს, სა­ელ­ჩოს და ყვე­ლას, ვინც სამ­შობ­ლო­ში დაგ­ვაბ­რუ­ნა" - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში
ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან გან­სა­ზღვრუ­ლი რე­ი­სე­ბის ფარ­გლებ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, კერ­ძოდ 31 მარტს, თბი­ლი­სი-ამ­სტერ­და­მი-თბი­ლი­სის რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა, იმა­ვე პრინ­ცი­პით, ანუ გა­მო­ემ­გზავ­რე­ბი­ან გა­უქ­მე­ბუ­ლი გეგ­მი­უ­რი რე­ი­სის მგზავ­რე­ბი.

შემ­დგომ გან­რი­გის თა­ნახ­მად შეს­რულ­დე­ბა რე­ი­სე­ბი: თბი­ლი­სი- ვარ­შა­ვა - თბი­ლი­სი (3 აპ­რი­ლი), თბი­ლი­სი-ათე­ნი-თბი­ლი­სი (7 აპ­რი­ლი), თბი­ლი­სი-ლარ­ნა­კა-თბი­ლი­სი (10 აპ­რი­ლი).

აღ­ნიშ­ნულ ფრე­ნებ­ზე ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა მოხ­დე­ბა
თან­მიმ­დევ­რო­ბით, რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბის თა­რი­ღამ­დე 2 დღით ადრე, ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი პრინ­ცი­პით და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" ვებ-გვერ­დზე.

რე­ი­სე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით, მგზავ­რე­ბის გან­ლა­გე­ბა მოხ­დე­ბა ჭად­რა­კი­სებ­რი პრინ­ცი­პით და თი­თო­ე­ულ ბორტზე გან­თავ­სდე­ბა 100 მგზავ­რი.

ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო რე­ი­სი და მას­ზე ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სდე­ბა წი­ნას­წარ, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ისე სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი­სა და კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ ვებ-გვერ­დებ­ზე.

ქარ­თუ­ლი და პო­ლო­ნუ­რი მხა­რის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, პო­ლო­ნუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია „ლოტი“, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს ვარ­შა­ვა-თბი­ლი­სი-ვარ­შა­ვას რე­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სამ­გზავ­რებ­ლად, 28 მარტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ფრე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­ის­ზე ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია კომ­პა­ნია „ლო­ტის“ გა­ყიდ­ვე­ბის სა­იტ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ი­სიც შეს­რულ­დე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლით და მგზავ­რე­ბის გან­ლა­გე­ბა მოხ­დე­ბა ჭად­რა­კი­სებ­რი პრინ­ცი­პით.

ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე წლის 4 აპ­რილს კომ­პა­ნია „ჯე­ორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კომ­პა­ნი­ის მიერ და­ნიშ­ნულ გეგ­მი­ურ რე­ი­სის თბი­ლი­სი-ლონ­დო­ნი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?