"რადგან გუშინ ვნახეთ, რომ პირბადე არასწორად ეკეთა" - რა ვიდეოს ავრცელებს სოზარ სუბარის ცოლი - კვირის პალიტრა

"რადგან გუშინ ვნახეთ, რომ პირბადე არასწორად ეკეთა" - რა ვიდეოს ავრცელებს სოზარ სუბარის ცოლი

სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეორგოლში ქართველი პოლიტიკოსის მეუღლე შვილებთან ერთად საზოგადოებას პირბადის გაკეთებას ასწავლის.

"ოჯახი დისტანციურად ასწავლის მამას პირბადის სწორად გამოყენებას“, - ამბობს ვიდეოში სოზარ სუბარის მეუღლე.

"მოგესალმებით ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას. ამ ვიდეოს პირველ რიგში სოზარისთვის ვწერთ, რადგან გუშინ ვნახეთ, რომ პირბადე არასწორად ეკეთა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩავწეროთ ვიდეო. პატარა ინსტრუქტაჟი გავაკეთოთ რესპირატორის გამოყენებაზე. იმედია, ეს ვიდეო სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - აცხადებს თამთა ყუბანეიშვილი.

ინფორმაციისთვის, მარნეულში, სადაც კარნტინი მოქმედებს, რეაგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი იმყოფება.