მეუფე იაკობმა თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და ღვთისმშობლის ხატით ქალაქი დალოცა
მეუფე იაკობმა თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და ღვთისმშობლის ხატით ქალაქი დალოცა
სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ და­ი­ლო­ცა თბი­ლი­სი იე­რუ­სა­ლი­მის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით.



"დღეს, 26 მარტს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა (ია­კო­ბიშ­ვი­ლი) იე­რუ­სა­ლი­მის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით ვერ­ტმფრე­ნით შე­მო­უფ­რი­ნა თბი­ლისს და და­ლო­ცა ქა­ლა­ქი.

ახლო მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია უფრო მას­შტა­ბუ­რი ლოც­ვი­თი შე­მოვ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­ზე" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. (წყარო)

შე­გახ­სე­ნებთ, 17 მარტს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი აკურ­თხეს. ისი­ნი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან ჯერ რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის­კენ და­იძ­რნენ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან კი რამ­დე­ნი­მე
ლო­კა­ცი­ა­ზე, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩე­ბის­კენ გა­ე­მარ­თნენ. დე­კა­ნოზ­მა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ფორ­მით ისი­ნი უფალს დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რათა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სე­ნის­გან ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი და­იც­ვას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?