მეუფე იაკობმა თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და ღვთისმშობლის ხატით ქალაქი დალოცა - კვირის პალიტრა

მეუფე იაკობმა თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და ღვთისმშობლის ხატით ქალაქი დალოცა

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ დაილოცა თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით.

"დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.

ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე" - ნათქვამია ინფორმაციაში. (წყარო)

შეგახსენებთ, 17 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან ჯერ რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ, რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართნენ. დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.