"გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და" - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი
"გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და" - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი
კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 62 წლის მარ­ნე­უ­ლე­ლი ქა­ლის შვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­და­მისს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არც სა­ზღვა­რი გა­და­უკ­ვე­თავს და არც ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ა­ში უმუ­შა­ვია.

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის­თვის" მი­ცე­მულ ექსლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მას უჭირს იმის თქმა, თუ სა­ი­დან ან ვის­გან შე­იძ­ლე­ბო­და 62 წლის ქა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.


"გა­მო­რი­ცხუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და, რად­გან ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2019 წელს იყო და ამის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა, პას­პორ­ტში ბე­ჭე­დიც კი არის ჩარ­ტყმუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა იმას
თუ სა­ი­დან გა­და­ე­დო ვირუ­სი, თა­ვი­დან ჩვენც ვფიქ­რობ­დით, რომ დის­გან გა­და­ე­დო, მაგ­რამ მას სამ­ჯერ გა­ვუ­კე­თეთ ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი მო­ვი­და. ამი­ტომ ჯერ ჩვენც არ ვი­ცით, სა­ი­დან და­ინ­ფი­ცირ­და დედა.


შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის წე­ვის­გან გა­და­ე­დო, მაგ­რამ ასი პრო­ცენ­ტით ვერ ვამ­ბობ,
რად­გან დედა სა­ზღვარ­გა­რეთ არ წა­სუ­ლა, მათ­თან კონ­ტაქ­ტი კი ჰქონ­და, რად­გან თა­ვის დას­თან ბა­თუმ­ში რჩე­ბო­და, რომ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბიც ბა­ქო­ში ცხოვ­რობ­დნენ. სად­მე სხვა­გან თუ იყ­ვნენ არ ვიცი, მაგ­რამ 15 მარტს ისი­ნი ბა­ქო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ" - ამ­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლის შვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტაქ­ტებს, 62 ქა­ლის შვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­და­მისს ბოლო დღე­ებ­ში კონ­ტაქ­ტი მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჰქონ­და.

"ის ბე­ბი­ას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და და მხო­ლოდ მათ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის ქელეხ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ეს არ იყო ქელე­ხი. ბე­ბი­ას იუ­ბი­ლე იყო 11 მარტს და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და" - ამ­ბობს მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რი.

მისი თქმით, თვი­თო­ნაც და თა­ვის ძმაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის შე­დე­გად მათ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­დათ", - აცხადებს 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?