"გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და" - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი - კვირის პალიტრა

"გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და" - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისს წელიწადნახევარია არც საზღვარი გადაუკვეთავს და არც ქალაქის მაღაზიაში უმუშავია.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ექსლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მას უჭირს იმის თქმა, თუ საიდან ან ვისგან შეიძლებოდა 62 წლის ქალის ინფიცირება მომხდარიყო.

"გამორიცხულია ინფორმაცია, რომ დედაჩემი აზერბაიჯანში დაინფიცირდა, რადგან ის აზერბაიჯანში 2019 წელს იყო და ამის შემდეგ არ ყოფილა, პასპორტში ბეჭედიც კი არის ჩარტყმული... რაც შეეხება იმას თუ საიდან გადაედო ვირუსი, თავიდან ჩვენც ვფიქრობდით, რომ დისგან გადაედო, მაგრამ მას სამჯერ გავუკეთეთ ანალიზი და პასუხი უარყოფითი მოვიდა. ამიტომ ჯერ ჩვენც არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა დედა.

შეიძლება ოჯახის წევისგან გადაედო, მაგრამ ასი პროცენტით ვერ ვამბობ, რადგან დედა საზღვარგარეთ არ წასულა, მათთან კონტაქტი კი ჰქონდა, რადგან თავის დასთან ბათუმში რჩებოდა, რომლის ნათესავებიც ბაქოში ცხოვრობდნენ. სადმე სხვაგან თუ იყვნენ არ ვიცი, მაგრამ 15 მარტს ისინი ბაქოდან ჩამოვიდნენ" - ამბობს დაინფიცირებული ქალის შვილი.

რაც შეეხება კონტაქტებს, 62 ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისს ბოლო დღეებში კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა.

"ის ბებიასთან იმყოფებოდა და მხოლოდ მათთან ჰქონდა კავშირი. რაც შეეხება გავცელებულ ინფორმაციას, რომ ის ქელეხში იმყოფებოდა, ეს არ იყო ქელეხი. ბებიას იუბილე იყო 11 მარტს და იქ იმყოფებოდა" - ამბობს მარნეულის მკვიდრი.

მისი თქმით, თვითონაც და თავის ძმაც თავს კარგად გრძნობენ და ჩატარებული ტესტის შედეგად მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ", - აცხადებს 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი.