ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისში არსებულ ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორისის გოჩა გიორგიძის თქმით, პაციენტი არ არის ქუთაისელი, ის კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს.

მოქალაქეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საფრანგეთის კლასტერია.

"ინტერპრესნიუსი"