კიდევ ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სამეციდინო ცენტის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა, ახალგაზრდა მამაკაცია.

"საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა! საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონა ვირუსით დაავადებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას! მადლობა საჩხერის სამედიცინო ცენტრის გუნდს,რომლებმაც წვლილი შეიტანეს პაციენტის გამოჯანმრთელებაში", - წერია სამედიცინო ცენტრის გვერდზე. (წყარო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი. გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი.