"არაა დღეს არც სამეგობროს, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - კვირის პალიტრა

"არაა დღეს არც სამეგობროს, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც"

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკლესიებში დამატებითი პრევენციული ზომების საჭიროებას ეხებოდა.

"კიდევ და კიდევ, ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან და ყველას, მათ შორის ეხება რა თქმა უნდა ეკლესიასაც, ეს ეხება სამეგობრო წრეებსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.

რაც გვაქვს დღეს ყველა შემთხვევა, რომ ვირუსი ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს ძირითადად იყო ოჯახური კლასტერები. ანუ ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები და მე მესმის ეს. იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ მაქისმალური სიფრთხილისკენ. არაა დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც", - აცხადებს იმნაძე.

იხილეთ ასევე: "ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას... ისევე უნდა დამუშავება, როგორც ხელებს"

"ინტერპრესნიუსი"