ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - უწყება განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას წარმოებული იყო კომპანია: Capital Bio Technology Corporation-ის მიერ.

რაც შეეხება, კომპანიას, რომელთანაც საქართველომ და სხვა ევროპის ქვეყნებმა ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს და რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით, მისი სახელწოდებაა BIOEASY. ამ კომპანიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულება გაუქმებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"