"გადაღლილი თანამშრომლები მიმართავენ საკვების მიტანის სერვისებს, იღებენ სასტიკ უარს - ინფექციურის ტერიტორიაზე ვერ შემოვალთო" - კვირის პალიტრა

"გადაღლილი თანამშრომლები მიმართავენ საკვების მიტანის სერვისებს, იღებენ სასტიკ უარს - ინფექციურის ტერიტორიაზე ვერ შემოვალთო"

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი, თსსუ-ს პროფესორი მალვინა ჯავახაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, წარწერით:

"ისევ კოლეგები ჩვენს გვერდით!!! მეგობრებო, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში კორონავირუსები არ " დაფრინავენ". გადაღლილი თანამშრომლები მიმართავენ საკვების მიტანის სერვისებს, იღებენ სასტიკ უარს - ინფექციურის ტერიტორიაზე ვერ შემოვალთო. ისევ და ისევ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • Tsmu პროფკავშირების მიერ მოწოდებული "ნობათი" მიიღო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული და მიმღები განყოფილების და აკად. ვ.ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებული განყოფილების, ER ის თანამშრომლებმა. ქველმოქმედთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სერვისების საყურადღებოდ ვდებ ამ სურათს". წყარო

იხილეთ ასევე: როგორია COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში? - რას წერს ინფექციონისტი?

როგორია COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში? - რას წერს ინფექციონისტი?როგორია COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში? - რას წერს ინფექციონისტი?