"ქორწილი 5 დღე რომ გრძელდება, ბოლოს ვეღარ ცნობენ ერთმანეთს პატარძალი და სიძე" - კვირის პალიტრა

"ქორწილი 5 დღე რომ გრძელდება, ბოლოს ვეღარ ცნობენ ერთმანეთს პატარძალი და სიძე"

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვოთარებაზე ისაუბრა:

"დიდი ხანია ვფიქრობ და მივედი იმ დასკვნამდე, რომ კორონავირუსმა რა რეალობაც შექმნა დღეს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, ძალიან დასაფასებელიც არის. აი, მაგალითად: ომები შეწყდა, ტერორისტული აქტები შეწყდა, ბორდელები დაიხურა. ადამიანები დასვა სახლში, რომ მოუარონ ოჯახს. რამდენი მომენტი ყოფილა, რომ ქმრები არ მიდიოდნენ სახლში და მეგობრებთან სვამდნენ რესტორნებში. დღეს აღარ არის ეს ღრეობა. ფუფუნების საგნები უნდა შეგეძინა და თურმე, არ არის საჭირო.

ის წესები უნდა დავიცვათ, რასაც ბატონი ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე გვთავაზობენ. მაგრამ უნდა მოვერგოთ ეკონომიკის აღორძინებას ამ ახალი წესების დაცვით. კი არ უნდა გავთამამდეთ, უნდა მოვერგოთ ამ წესებით ეკონომიკას.

რაღაც მომენტში შეიძლება მკაცრია ეს მიდგომები, 10 კაცზე მეტი რომ არ უნდა იყოს სავაჭრო ქსელებში, ვფიქრობ, ეს დასახვეწია. ეკონომიკაც დალაგდება. ახალი გამოწვევა ქმნის ახალ იდეებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ახალ ურთიერთობებს, რომლებიც არის საუკეთესო, ბუნების გაჯანსაღებას და ბევრ ისეთ დადებითს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია.

არ მინდა ეს 500-კაციანი ქელეხები, არ არის საინტერესო. არ არის 7000კაციანი ქორწილი კარგი, პატარძალი რომ არ იციან სად არის და ისეა დაღლილი, დაქანცული, აღარც შვილები გამოუდით მერე გემრიელი, არც სექსია მერე ნორმალური. ქორწილი 5 დღე რომ გრძელდება, ბოლოს ვეღარ ცნობენ ერთმანეთს პატარძალი და სიძე", - ამბობს ბიზნესმენი ინტერვიუში.