"ბერამ ცოტა ხნის წინ 1.1$ მილიონი ბერუკას სახელით გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ენძელა მაჭავარიანი - კვირის პალიტრა

"ბერამ ცოტა ხნის წინ 1.1$ მილიონი ბერუკას სახელით გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ენძელა მაჭავარიანი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბერა ივანიშვილმა შვილის სახელით STOP COVID19-ის ფონდში 1.1$ მილიონი  დოლარი გადარიცხა.

"ბერამ ცოტა ხნის წინ 1.1$ მილიონი ბერუკას სახელით გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში. ბერუკა, საყვარელო! გფარავდეს უფალი!" - წერს პლიტიკოსი.

ინფორმაციისთვის,#StopCoV ფონდი არის პლატფორმა, სადაც კომპანიებსა და მოქალაქეებს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. #StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაიხარჯება.

წყარო