"რა თქმა უნდა, გულში მსიამოვნებს, მაგრამ არ არის სამადლობელი, ეს ჩემი მოვალეობაა. ვასრულებ ჩემს მოვალეობას" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, გულში მსიამოვნებს, მაგრამ არ არის სამადლობელი, ეს ჩემი მოვალეობაა. ვასრულებ ჩემს მოვალეობას"

"პალიტრანიუსის"  სპეცპრექტ covid-19" - ში ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავცელების ზრდა არის დინამიური და თუ ამ დინამიკას გავყვებით, შეიძლება  თავიდან ავიცილოთ ფარტომაშსტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მთავარი კითხვებზე პასუხის გაცემამდე, გადაცემის წამყვანმა მაყურებლების სახელით მადლობა გადაუხადა, რაზეც ბატონმა ამირანმა უპასუხა:

"რა თქმა, უნდა გულში მსიამოვნებს, მაგრამ არ არის სამადლობელი, ეს ჩემი მოვალეობაა. ვასრულებ ჩემს მოვალეობას.

რაც შეეხება კითხავს, როგორ აფასებს ჩვენს  ყვეყანაში არსებულ მდგომარეობას კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

"ამ წუთისთვის 81 შემთხვევა გვაქვს ინფიცირების გამოვლენილი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია ჩვენი ლაბროტორიებიდან ქუთაისიდან და ლუგარიდან რომ არის რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რომლის გადამოწმება მიმდინარეობს. ღამის განმავლობაში შესაძლებელია, რომ მცირე ზრდა გქვონდეს, მაგრამ- მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ყველამ ერთად, ჩვე, სახელმწიფომ, საზოგადოებამ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. მე ხშირად ვიმეორებ, რომ გვექნება ზრდა ახალი შემთხვევების, ჩვენ გადმოგვყავას ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნებიდან  და ხელს ვუწყობთ მათ სამშობლოში დაბრუნებას, შესაბამისად, რისკი რომ ინფიცირებული შემოვიდნენ ქვეყანაში არის, მაგრამ იცით, რომ ისინი კარანტინში გადაგვყავს, გუშინაც გვქონდა შემთხვევა, რომ კარანტინიდან გადავიყვანეთ და დაფქისირდა ინფიცირების შემთხვევა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ სე ყველაფერი მოვლადია, როცა საქმე გეგმიურად კეთდება, ანუ ყველა ინპორტირებული შემთხვევის აღნუსხვა ხდება, მასზე დაკვირვება მიმდინარეობს და თუ არის დადებითი შემთხვევა იწყება მკურნალობა. თუ ამ ე.წ. დინამიკას გავყევით, ერთი თვის და ერთი დღის თავზე, როდესაც ქვეყანას პირველი შემთხვევა დადასტურდა, ზრდა არის დინმაიური, მაგრამა არანახტომისებური და ცოტა არ იყოს ვშიშობ ნახტომისებურ ზრდაზე, რომელიც ჰქონდათ ევროპულ ქვეყნებს, და თუ ჩვენ გავყევით დინანუკას, უყვართ ხოლმე უცხორი სიტყვები - ტრენდი,  ტრენდს თუ გავყვებით,  მაშინ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ფარტომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. ზრდის შემთხვევები გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ფართომაშსტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ, როდესაც განხორცილედება ძალიან ძლიერი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე", - განაცახდა ამირან გამყრელიძემ.