"ჭირმა გაგვაერთაინა, ოპოზიცია აღარ გვანძღავს ძალიან, ახლა ცოტა შეანელეს ჩემი ლანღვა" - კვირის პალიტრა

"ჭირმა გაგვაერთაინა, ოპოზიცია აღარ გვანძღავს ძალიან, ახლა ცოტა შეანელეს ჩემი ლანღვა"

შესაძლებელია თუ არა რომ, უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გამყენებით დადებითი შედეგი მივიღოთ დაინფიცირებულზე და ამ მეთოდის დანერგვა რამდენად რეალუია,  "პალიტრანიუსის"  სპეცპრეოქტ covid-19" - ს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, რომ თუ ჩვენება იქნა დადებითი, ამის გამოყენება შესაძლებელია.

"ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მე როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი ავტოჰემოთერაპიას და ავტოპლაზმოთერაპიას ვიყენებდით ხოლმე. ეს მეთოდი გამოსცადეს ერბოლას დროს დასავლეთ აფრიკაში. ერბოლათი დაავდებულ ადამიანებს უსხამდნენ ერბოლათი განკურნებული ადამიანების პლაზმას და მიიღეს კარგი შედეგი. ახლაც ჩინეთში გამოიყენეს. ადამიანები ვინც გამოჯანმრთელდა, ანუ მათ პლაზმაში რჩება ანტისხეულები და როგორც ამბობენ მათი გადასხმა იძლევა ეფექტს. ეს არ მგონია ჯერჯერობით გამოგვეყენებინოს საქრათველოში, მაგრამ თუ ჩვენება იქნა დადებითი, ამის გამოყენება შესაძლებელია.

კითხვაზე, რამდენად სააკმარიასია ის ზომები, რაც ჩვენს ქვეყნაში არის მიღებული ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამირან გამყრელიძე პასუხობს:

"დღეს ქვეყანა აკეთებს მაქსიმალურს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ თავიდან აიშოროს ფართომასშტაბიანი ეპიდემია, დღეს ქვეყანა მეტად არის მომზადებული, ვიდრე ეს იყო ხუთი წლის წინ, ვიდრე მე ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესები. ეს არის უზარმაზარი პანდემია, რაც მსოფლიოს დაატყდა თავს. 199 ქვეყანაშია უკვე ინფექცია და ეპიდაფეთქებები. საკმარია თუ არა ზომები, ამაზე ვერ გიპასუხებთ, ყოველ შემთხვევაში ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ექთნები, ფარმაცევტები, მესაზღვრები, შემოსავლების სამსახური, ეპიდემიპოლოგები, ლუგარი ცენტრი, ყველა პოლიციელი და ყველა ის ვინც ჩათულია ამ პროცესში, მოხუცთან მიაქვს საკვები, ორმა პირმა მანაქანა გვაჩუქა, ვიღაცებმა ბენზინი ჩაგვისხეს, გაერთიანებულია ქვეყანა, ეს კარგია, ჭირმა გაგვაერთაინა, აღარ ლაპარაკობს ოპოზიცია, აღარ გვანძღავს ძალიან, ხო ხედავთ ამას,ახლა ცოტა შეანელეს ჩემი ლანღვა. რა თქმა უნდა საკამარისი არასდროს არაფერი არ არის. ჩვენი ხალხი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რომ არ შევიდეთ ფართო მასშთაბიან ეპიდემიაში", - განცახდა გამყრელიძემ.