იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24-საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 50 909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინციირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა 10 950 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"