"უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა" - რას წერს კარანტინში მყოფი მსახიობი ია სუხიტაშვილი? - კვირის პალიტრა

"უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა" - რას წერს კარანტინში მყოფი მსახიობი ია სუხიტაშვილი?

რუსთაველის თეატრის მსახიობი კარნტინში იმყოფება, ამის შესახებ ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით,მინდა თქვენი ყურადღება ცოტა ხნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის,(კარგად ვარ,ჯანმრთელად და მხნედ) თუ კი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, თუ როგორი დონის უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში?! .. იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვლოთ, დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ. მინდა, უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრის მიმართ, მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა, რათა რისკი გამოირიცხოს და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ, ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია. მადლობა თითოეულ იმ მძღოლს, რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგაზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ. მადლობა ნუკრი ექიმს,  რომელიც ალბათ მეასედ მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითეეულ შემოსულ მგზავრს , თუ რატომააა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა. მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისთვის და სიყვარულისთვის, ჩვენი განწყობის ამაღლებისთვის და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის. საუკეთესოები ხართ.  დაუღალავი მადლობა საქართველოს მედ პერსონალს და მადლობა ყველა ქართველ მოქალაქეს, რომლის თვითშეგნება დარჩეს თვითიზოლაციაში მოწოდების სიმაღლეზეა და ბოლოს, არანაირი უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს, აქ, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა", -  წერს მსახიობი.