იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით,კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში 6 414 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა.დაღუპული 51 ექიმიდან 32 ლომბარდიის რეგიონში მუშაობდა, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.