იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა

იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით,კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში 6 414 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა.

დაღუპული 51 ექიმიდან 32 ლომბარდიის რეგიონში მუშაობდა, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.