საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.

ინფორმაციისთვის, 85 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ასევე: "კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია