"კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისივე თქმით, ასევე სტაბილურია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი.

"გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად საბედნიეროდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა მოვიდა, დანარჩენი კი - უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები, რომლებიც აქ არიან სამი ათეული დღეა, დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. ახლგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე სტაბილურია და იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხებ ორსულის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება. მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არცერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს",-განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო