"არაპირდაპირი კონტაქტი მქონდა დაინფიცირებულთან..." - რას ჰყვება თვითიზოლაციაში მყოფი ტელეწამყვანი - კვირის პალიტრა

"არაპირდაპირი კონტაქტი მქონდა დაინფიცირებულთან..." - რას ჰყვება თვითიზოლაციაში მყოფი ტელეწამყვანი

უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო და მასთან ერთად საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება, ამიტომ ყველა ქვეყნის ლიდერს ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მთელი რიგი შეზღუდვები აქვთ დაწესებული.

მათ შორის არის საქართველო, სადაც ერთი კვირაა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, რამდენიმე ათასი ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ხელისუფლება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ყოველდღიურად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. თვითიზოლაციას მიმართავენ ცნობილი სახეებიც.

"მთავარი არხის" მაყურებელი უკვე შეამჩნევდა, რომ არხის ერთ-ერთი მთავარი სახე, 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, დიკო ჯოჯუა ეთერში აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად გამოშვება თამარ ბაღაშვილს მიჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

AMBEBI.GE დიკო ჯოჯუას დაუკავშირდა:

- თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ორშაბათიდან გავალ სამსახურში. გაგრძელება