"ტაძარში ხშირად დავდივარ და მოძღვარიც მყავს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს"
01-04-2020
"ტაძარში ხშირად დავდივარ და მოძღვარიც მყავს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს"
"ძალიან მეშინია, მაგრამ იმდენად კარგი სპეციალისტები გვყავს, მათ რომ ვხედავ, ვმშვიდდები"

"კვირის პალიტრა" მომღერალ სოფო ხალვაშს ბათუმში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა:

- ბათუმშიც იგივე ხდება, რაც მთელ ქვეყანაში - ყველა შოკშია, ეს ყველაფერი სიზმარი გვგონია და გამოღვიძება გვინდა. კიდევ კარგი, ჩვენს ქალაქში კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს, ყველა ცდილობს, სახლში იყოს და რასაც ექიმები გვირჩევენ, გაითვალისწინოს.

- რას იტყოდით იმ ხალხზე, ვინც უცხოეთიდან შემოდის და კარანტინზე, ან თვითიზოლაციაზე უარს ამბობს?
-
ძალიან რთულია, ამ ხალხს რაღაც აუხსნა! ან შვილი არ ჰყავთ, ან - ოჯახის წევრი, ან ნათესავი, ვისაც შეიძლება ვირუსი გადაედოს? შემოდიხარ, საზღვარზე გადმოდიხარ და არც კი ამხელ... მე ვერ ვხვდები ამ ადამიანების თავში რა ხდება და კარგია, რომ ასეთი ხალხი საქართველოში ცოტაა. მე ძალიან ვფრთხილობ,
სახლში ყველაფერი დასპირტული მაქვს და ყველას სპირტით ხელში დავდევ.

- სოფო, სოციალური ქსელით ხუმრობა გავრცელდა: თუ სკოლები და ბაღები მალე არ გაიხსნება, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას მშობლები გამოიგონებენო... თქვენი შვილები როგორ ეგუებიან ამ ახალ რეჟიმს?
- ორი გოგონა მყავს - 12 წლის ქეთევანი და 6 წლის მარიამი. ცელქები არ არიან და შეხმატკბილებულად თამაშობენ. ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს შინ ყოფნა, ასე რომ, ეს ახალი რეჟიმი ოჯახს არ გაგვჭირვებია.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენმა ხელისუფლებამ მცდარი ნაბიჯები ხომ არ გადადგა ამ ვირუსთან ბრძოლაში?
- ვფიქრობ, რომ მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მთავრობამ ექიმებთან ერთად ძალიან კარგად იმუშავა. ძალიან მეშინია, მაგრამ იმდენად კარგი სპეციალისტები გვყავს, მათ რომ ვხედავ, ვმშვიდდები. ხალხიც მობილიზებულია, ბავშვებიც კი ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციების შესრულება.

- ბოლო დღეებში ბევრს კამათობენ ზიარების დროს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თქვენ რას ეტყოდით მკითხველს ამის თაობაზე?
- მე ტაძარში ხშირად დავდივარ და მოძღვარიც მყავს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე ჩემი აზრი მაქვს: მორწმუნე ადამიანს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავ, მოძღვარსაც ვერ ეტყვი, რომ წირვა-ლოცვა არ ჩაატაროს. მაცხოვარმა ზიარება დაგვიტოვა "საკურნებლად სულისა და ხორცისა". ეს მთელი რიტუალია, რომლის დროსაც მორწმუნეები ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებიან და მე ღრმად მწამს, რომ ზიარების დროს გამორიცხულია დაავადდე, ან ცუდი რამ დაგემართოს. თუ ზიარებაზე ამ რწმე­ნით არ მიდიხარ, მაშინ საერთოდ არ უნდა მიხვიდე. ჩვენს სამშობლოში ბევრჯერ ყოფილა რთული პერიოდი, მაგრამ ტაძრის კარი არასდროს დაკეტილა. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი სიყვარულით ყველა განსაცდელს გადავიტანთ.
ვახო...
01 აპრილი 2020 17:40
გაგახაროს სოფო, ზეციერმა!
ise
01 აპრილი 2020 16:50
სოფო კარგი გოგო რომ იყავი ვიცოდი, მარა მართლა კარგი ყოფილხარ. მადლობა რედაქციასაც, ძალიან კრიტიკული ვიყავი და მე პირადად მადლობის ვირუსი შემეყარა სულ მადლობას გავიძახი )))

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები