"პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი - გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები"
"პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი - გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები"
მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათაშორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, როდესაც ოპონენტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პოლიტიკოსებზე ბრაზობდა თუ არა, პაატა იმნაძემ უპასუხა "ძალიან კარგად იციან, ვისზეც ვილაპარაკე".

ამასთან, მან სწრაფი
ტესტების საჭიროებაზეც ისაუბრა.

"ამ ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. რაღაც ჩვენც ვიცით. წავიდნენ სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ... რჩევას ყველასგან მივიღებ. მარტო კი არ ვმუშაობ, აქ ისეთი ადამიანების გუდია შეკრებული. მთელი გუნი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავის აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი, როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვის ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო

:))
29 მარტი 2020 15:48
ილაპარაკეთ მერე თქვენი დუმილის დამსახურეაა ეს ხროვა დღესმდე დაუსჯელი როა @@@@
მედეა
29 მარტი 2020 09:34
ბატონო პაატა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. სახელმწიფომ დ ა ც ვ ა უნდა გამოგიყოთ. იმ სიტყვების შემდეგ (ალბათ თემურ ალასანიაზე რომ ისრაელიდან და ა. შ. შ. -დან იარაღით უკანონო ვჭრობაზე ბრალდება გაჟღერდა -იმაზე მიანიშნებდით) საშიშროება არ დაგემუქროთ. რამდენი ავბედითი დრო გამოვიარეთ, რამდენი დ ა ნ ა შ ა უ ლ ი დაფარულია და დამნაშავეები არხეინად ბ ო გ ი ნ ო ბ ე ნ ---გულსაწყვეტია ეს ყველაფერი. ნეტავი ისტორია ახდის ფარდას ამ ს ა ი დ უ მ ლ ო ე ბ ე ბ ს ? ჩვენ ,რიგითები ალბათ ვერასოდეს გავიგებთ ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე ს.
Natela
28 მარტი 2020 22:31
Batono paata ufali gfaravdet.tqven da tqven gunds ase tavdauzogavad ibrdzvid adamianebis gadarchenistvis tqven brdzandebit gmirebi kidev glocavt dageferebit

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები