"თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი - კვირის პალიტრა

"თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილმა აცხადებს, რომ ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ​"რადიო თავისუფლებთან " ინტერვიუში ქაშაკაშვილი ყვება, რომ მასაც და მის მეუღლესაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.

"ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ - რაღაც ისეთი "დაგეცეს თავში", რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე… ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან", -აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ინკუბაციის პერიოდი უნდა გავიდეს და შემდეგ ტესტს ხელმეორედ აუღებენ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან "ვინოტელში" მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, რომელსაც ჯამში 20 ადამიანი ესწრებოდა.

"გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა", - აცხადებს ქაშაკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"