"ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა და ამჟამად 15-ია" - კვირის პალიტრა

"ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა და ამჟამად 15-ია"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი", - განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"