"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - კვირის პალიტრა

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..."

"პაატაც და მეც პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაგვითრიონ. არა ბატონო!" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იგი მისი მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც თვითონ და არც პაატა იმნაძე პოლიტიკურ დისკუსიებში შესვლას არ აპირებენ.

"არც მე და არც პაატა, არც პაატა და არც მე პოლიტიკურ დისკუსიებში არ შევდივართ. ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობების დროს გვიმუშავია და ჩვენს მოვალეობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ორივე პატიოსნად ვასრულებთ.

ჩვენც გვაქვს ხო რაღაცის ზღვარი? გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს... უნდათ, რომ პაატაც და მეც პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაგვითრიონ. არა ბატონო! ვინც დღეს ამ სიბინძურეებს საუბრობს, მათზე იცით რამდენი რამე ვიცი? რამდენი ინფორმაცია მაქვს, თუ რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე. გამოვდივარ და ვსაუბრობ? არ არის ახლა ამის დრო!" - ამბობს გამყრელიძე. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი - გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები"