"იცით, რომ პაატას დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?! ის ხალხი გამოდის დღეს... არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო" - კვირის პალიტრა

"იცით, რომ პაატას დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?! ის ხალხი გამოდის დღეს... არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო"

მე, 30 წელიწადი ჯანდაცვას მოვყვები, სხვადასხვა მთავრობის დროს მიმუშავია და ყველაფერი ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. მოგიწოდებთ, დღეს არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, როდესაც მისი მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ ოპონენტების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"თქვენ, რომელიმეს პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ? რომელიმეს, ამ ქვეყანაში, ვისაც საქმე, შეხება ჰქონია მედიცინასთან ბოლო 30 წლის განმავლობაში, პაატა იმნაძის ქვეყნის წინაშე დამსახურებაში ვინმეს შეიძლება იოტისოდენა ეჭვი შეეპაროს?! მე ვიცი, პაატა გაბრაზდა, იმიტომ რომ ამოუვიდა. ბოდიში, თმენის ვალდებულება ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ რაღაც არის, როცა შეიძლება... ის ადამიანები, ვინც პაატას აკრიტიკებენ დღეს და ასეთ კითხვებს უსვამდნენ, იცით, რომ მაგის დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?! ის ხალხი გამოდის დღეს. მე 30 წელიწადი ჯანდაცვას მოვყვები, სხვადასხვა მთავრობის დროს მიმუშავია და ყველაფერი ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. მოგიწოდებთ, დღეს არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო. ყველა ერთად ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სწრაფ ტესტებზე საუბრიასას ოპონეტების მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა - "მე პოლიტიკოსი არ ვარ და სხვათა შორის, პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი. თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო