"ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა" - რას აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული? - კვირის პალიტრა

"ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა" - რას აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული?

ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ საკოორდინაციო შტაბის საგანგებო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი, ზუგდიდში იქნება ქალაქის შესასვლელში. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე" , - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ცნობისთვის, ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვება და მას ხელისუფლების, სამედიცინო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"