ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 838 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 838 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 838 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს, აქამდე, ქვეყანაში დაფიქსირებულ კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიურ მაჩვენებლებს შორის, ყველაზე მაღალი რიცხვია.

ამგვარად, ესპანეთში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6 528-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 6 550-ით გაიზარდა და 78 797 შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"