ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით დაავადდა - კვირის პალიტრა

ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით დაავადდა

ათონის მთის მონაზონი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სალონიკის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბერძნული მედიაზე დაყრდნობით „orthodoxtimes.com“ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ათონის მონასტერში მცხოვრები მონაზონი, დელეგაციასთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მონასტრის სხვა მონაზვნებსაც იგივე სიმპტომები აღენიშნებათ, რომლებიც ამ დროისთის საკუთარ კელიებში კარანტინში რჩებიან.

ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.

"ინტერპრესნიუსი"