"მე 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია" - კვირის პალიტრა

"მე 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია"

"მე 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში "რა დროს ძილია“ განაცხადა.

"იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს გაკეთება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია. პირადად მე 3-4 საათზე ადრე ვერ გამოვდივარ კლინიკიდან და მეორე დღეს გარდა პაციენტების მოვლისა, თათბირები, ტელევიზიები მელოდება. განსაკურებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე, ეს ორი ადამიანი, რაც დაიწყო ჩვენთან პაციენტების შემოყვანა, სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.