"მაპატიეთ და "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს"
"მაპატიეთ და "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს"
მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ქართველ მედიკოსებს: ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს და ყველა იმ ადამიანს ექომაგება, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

"ქვეყნის საამაყო ადამიანები, რომლებიც 24/7 რეჟიმში ემსახურებიან ადამიანებს ამ უხილავი სენის დასამარცხებლად, არ უშინდებიან საკუთარი თავის დაინფიცირებასაც და საკუთარ ჯანმრთელობას, ძვირფას დროს ახმარენ ჩვენ უსაფრთხოდ ყოფას!! მაგრამ მავანნი, მაპატიეთ და "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ ისვენებენ და ვერ
იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს, პოზიტიურ იმიჯს და ცდილობენ კვლავაც ინტრიგების ჩაგდებას, წყლის ამღვრევას, ისედაც დაბნეული, დასტრესილი ხალხის ფსიქიკაზე კიდევ ნეგატიურ გავლენას და ამ ადამიანების იმიჯის შელახვას, მათ მიმართ ლაქის და ტალახის ცხებას. შორს! თქვენი ბინძური საცეცები,ინტრიგანული განცხადებები, ამ ადამიანების ბინძურ პოლიტიკაში შეთრევის და ჩირქის ცხების მცდელობა!
ხელები შორს! როგორც ამ ადამიანების, ისევე ხალხის 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მომსახურე ყოველი ადამიანის მიმართ!!!! ასეთ კრიზისულ სიტუაციებში,ხალხი ასმაგად უფრო ხედავს და გრძნობს სად შავია და სად თეთრი!!!, - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში

მაკა
30 მარტი 2020 13:56
მადლობა ჩვენ ექიმებს ყველას, ჩვენ გვყავს დასაფასებელი მთავრობა და დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის.
გიორგი
30 მარტი 2020 13:47
ესეც კარგია, იქნებ თვალები ბოლომდე აეხილოს.
გიორგი
30 მარტი 2020 13:38
ავეჯის ფირმა "ბელუქსის" სარეკლამო ძროხებზეა საუბარი "განათლებულო"! რა შუაშია აქ ბენელუქსი. ისე, ერთი რამ, კი მისასალმებელია, თვალები რომ გაგეხილა თამარ!.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები