რას საქმიანობს გიორგი გახარიას და და რა აკავშირებდათ პრემიერის მშობლებს ზვიად გამსახურდიასთან? - კვირის პალიტრა

რას საქმიანობს გიორგი გახარიას და და რა აკავშირებდათ პრემიერის მშობლებს ზვიად გამსახურდიასთან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გიორგი გახარია გახლავთ. მის ცხოვრებაში იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი პოპულარობა ძალიან გაიზარდა, თუმცა 20 ივნისის ცნობილი მოვლნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აქციების ფონზე მოსახლეობა მაშინდელი შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია დააწინაურა და მან ყველაზე არაპოპულარული პრემიერი მამუკა ბახტაძე შეცვალა.

ახლა პრემიერ გახარიას ცხოვრებაში მეორედ, კარიერულად საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას. როგორ გადაიტანს ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიას - დანაკარგებიც და წარმატებაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის კარიერის შემდგომ განვითარებაზე აისახება.

ასკეტი, ჩაკეტილი, მკაცრი, კარგი კრიზის-მენეჯერი - ასე მოიხსენიებდნენ მას გუნდში. გიორგი გახარია პირადი ცხოვრების აფიშირებით არასოდეს გამოირჩევა, როგორც "ოცნების" სხვა მინისტრები. გახარიას არაპოლიტიკური ცხოვრება მედიისთვის ბოლომდე გაურკვეველია. არსებობს ერთადერთი არაფორმარული ფოტო, სადაც საკუთარ სახლში ძაღლთან ერთად არის გადაღებული.

ამჯერად AMBEBI.GE გიორგი გახარიას დას და დედას გაგაცნობთ, მათ შესახებ მედიაში არასოდეს არაფერი დაწერილა. თამუნა გახარიას ერთადერთი დაა. ჩვენი ინფორმაციით, ის მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. თამუნა დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: ვინ არის პრემიერ გიორგი გახარიას მეუღლე?