საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირი.

ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 უკვე გამოჯანმრთელდა, რომელთა შორის 2 ბავშვია.