კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ისტორია ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება - რა განაცხადა მარინა ეზუგბაიამ? - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ისტორია ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება - რა განაცხადა მარინა ეზუგბაიამ?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ეს შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

"ცენტრში დილით ჩატარდა დაახლოებით 10 პაციენტზე ტესტირება და ერთ პაციენტზე პასუხი დადებითი იყო, დანარჩენზე უარყოფითი. ანუ, სულ 91 პაციენტია, აქედან 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 კორონავირუსით ინფიცირებულების მიმღებ 6 დაწესებულებაში. წყარო ცნობილია, მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. დადასტურებიდან ერთ საათში კონტაქტების გამოვლენა ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე, შესაბამისად, მათ კვლევა ჩაუტარდებათ",-აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შეთხვევათა რიცხვი 91-მდე გაიზარდა, მათგან 18 პირი უკვე გამოჯანმრთელებულია.