"გვრჩება 4 პრობლემური პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია"
"გვრჩება 4 პრობლემური პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის“,-აცხადებს ეზუგბაია.

მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი
პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„დღის მეორე ნახევარში აღებულია დაახლოებით 7 პაციენტზე ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“,-აღნიშნავს ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირი. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები